რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკებია? – ოცნების დეპუტატი

“რომელი [ინვესტორი] ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკები იქნება?”,– ასე ეხმიანება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი კოვზანაძე 5-6 ივლისს ძალადობრივ მოვლენებს.

მისი თქმით, ეკონომიკის აღდგენის პერიოდში საინვესტიციო გარემოს მოფრთხილება სჭირდება.

“მე ვფიქრობ, რომ განვითარებული მოვლენები არ არის მხოლოდ პოლიტიკური, რომ ამ საკითხს ახლავს ეკონომიკური მდგენელიც. თქვენ იცით, რომ ქვეყანა გადის რთულ პერიოდს, ეკონომიკამ დაიწყო აღდგენა და სწრაფი ზრდა და ასეთ ვითარებაში, მე ვფიქრობ, უნდა მოვუფრთხილდეთ ჩვენს საინვესტიციო გარემოს. ამ მოვლენების შემდეგ დაიწყო, გარკვეულწილად, ტურისტული და სასტუმრო ჯავშნების გაუქმება.

ვფიქრობ, რომ მეტი ყურადღებით უნდა მოვეპყროთ უცხოელებს. რომელი [ინვესტორი] ჩადებს ფულს ქვეყანაში, სადაც სიცოცხლის რისკები იქნება? რომელი უცხოელი ჩამოვა, თუ აქ უცხოელებს სცემენ? ამიტომ, რომელ ბიზნესკონტექსტზე უნდა იყოს საუბარი, თუ სტაბილურობის და დაცულობის განცდა არ იქნა”,– თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა.