რომის პაპი საჯარო ღონისძიებაზე პირბადით პირველად გამოჩნდა

რომის პაპი ფრანცისკე პირბადით საჯარო ღონისძიებაზე პირველად გამოჩნდა, სადაც ის და სხვა რელიგიური ლიდერები დაესწრნენ ლოცვას მსოფლიოში მშვიდობისთვის.

ლოცვა, რომელსაც რომის პაპი ესწრებოდა, რომში, სანტა მარია ინ არაჩელის ბაზილიკაში აღევლინა. მანამდე პაპი ნიღბით მხოლოდ მანქანაში უნახავთ, რომლითაც ის ვატიკანში ყოველკვირეული აუდიენციებისთვის მიემართებოდა.

მანამდე პაპს სოციალურ ქსელში აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ მიღებებზე ნიღაბს არ ატარებდა და ზოგიერთ შემთხვევაში ვიზიტორებთან დასაშვებზე ახლო ფიზიკური კონტაქტი ჰქონდა.