როცა საქმე ეხება მის საქმიანობას, დაუნდობელი ხდება – გიული ალასანია სააკაშვილზე

“როცა საქმე ეხება მის საქმიანობას, დაუნდობელი ხდებოდა” – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

,,მე ვინმეს მიმართ კარგად თუ ვიყავი განწყობილი და ვინმეს მიმართ სიკეთე თუ მინდოდა, იმის სახელი არ უნდა მეხსენებინა ჩემს შვილთან. მიუხედავად იმისა, რომ როგორც შვილი არის იდეალური. როცა საქმე ეხება მის საქმიანობას, დაუნდობელი ხდებოდა ხოლმე ჩემი შვილი. შეიძლებოდა მოჩვენებოდა, რომ მე რაღაცას ვცდილობდი იმ ადამიანისთვის. სულ ვცდილობდი არავინ მეხსენებინა მასთან“,- განაცხადა ალასანიამ.