როცა უკრაინა დემოკრატიისთვის იბრძვის, საქართველო კარგავს მეგობრებს EU-ში – იუკნევიჩიენე

როცა უკრაინა დემოკრატიისთვის იბრძვის, საქართველო კარგავს მეგობრებს EU-ში – აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე რითიც, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურბეა. ამის შესახებ ევროპარლამენტარმა “ფორმულასთან” განაცხადა.

”ეს არის კიდევ ერთი უარყოფით გზავნილი საქართველოს მთავრობისგან, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან. ჩვენ დაგვამწუხრა იმ ფაქტმა, რომ მივიღეთ ინფორმაცია ერთ-ერთი მედიასაშუალების ხელმძღვანელის დაპატიმრებაზე. თქვენ წინაშე საკმაოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიღების დრო დგას, როდესაც შემდეგ თვეში ევროკავშირი კანდიდატობაზე გადაწყვეტილების მიღებას. როდესაც უკრაინა დემოკრატიისთვის იბრძვის, საქართველო ფაქტობრივად უკან იხევს დემოკრატიისგან. ჩემთვის ეს კითხვის ნიშანს აჩენს. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომსაქართველო არ ირჩევს დემოკრატიას? ევროპული ღირებულებები სრულიად განსხვავებულია.

შეუძლებელია, მოითხოვო წევრობა და მეორე მხრივ, მოიქცე როგორც ანტიევროპულო სახელმწიფო და გადადგა ანტიდემოკრატიული ნაბიჯები. ეს უფრო გამოიყურება პუტინის ქმედებად. ბიძინა ივანიშვილის მმართველობაა, რომ ყველა კრიტიკული ხმა გააჩუმოს მათ შორის მიხეილ სააკაშვილი, ახლა ვხედავთ ჟურნალისტის დაპატიმრებას. ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ივანიშვილი ცდილობს საქართველოს ევროკავშირის წევრობას საბოტაჟი გაუკეთოს? ქართველ ხალხს სურს იყოს იმ ოჯახის წევრი, რომლის წევრები ჩვენც ვართ, მაგრამ დაძაბულობა უკრაინის მთავრობასთან, მცდელობები თუ ნაბიჯები დემოკრატიის წინააღმდეგ, არ არის თავისთავად სასურველი. საქართველო კარგავს მეგობრებს ევროკავშირში, ევროპარლამენტში.”  –  აცხადებს იუკნევიჩიენე.