”ბევრი საუბრის შემდეგ გაირკვა, რომ ევროპარლამენტარების უმეტესობა საბოლოო ჯამში, როცა რაღაც არგუმენტებს ეუბნები, ამ არგუმენტებზე მოგვყვებიან და ეს არგუმენტები მუშაობს, უბრალოდ ამას სჭირდება მუშაობა. ეს არ შეიძლება მარტო მე ვაკეთო, ან გიორგი ვაშაძემ და კიდევ რამდენიმე ადამიანმა, რომლებიც სადღაც-სადღაც დადიან და ვიღაცებს ელაპარაკებიან. ხელისუფლების საკეთებელია ეს პირველ რიგში და ხელისუფლება, ვისაც ეს პირველ რიგში ევალება, ის წილკანში ლოკოკინების გადამამუშავებელ ქარხანას ხსნის, როცა 1 კვირაში ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი წყდება ქვეყნისთვის. კარლ ჰარცელი რომ ხარ, ევროკავშირის ელჩი და ამას უყურებ ან ევროპის დედაქალაქიდან რომ უყურებ მოლდოველები როგორ მუშაობენ შენთან და უკრაინელები როგორ მუშაობენ და აგერ საქართველოში ვიღაც ლოკოკინებს დასდევს, ხომ ხედავენ, რამდენად სერიოზულია განწყობა. ”

ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ “ფორმულას” ეთერში განაცხადა.