“ხალხმა უნდა იცოდეს რა მოხდა რეალურად და რომ არ იყო თმებით თრევა, მუშტი-კრივი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც ჩვეულებრივი ამბავი იყო იმ ციხეებში, რომელსაც სააკაშვილი განაგებდა.

როდესაც პატიმარი, სააკაშვილი იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა, წინააღმდეგობას უწევს, რასაკვირველია, ამ მეთოდით მისი შეყვანა იმ ადგილზე გადაყვანისას, სადაც არის გამწესებული,  დასაშვებია. თუმცა სასიამოვნო საყურებელი ნამდვილად არ არის, არც ჩემთვის და არც არავისთვის”

ამბობს ოცნების დეპუტატი გია ვოლსკი პენიტენციურის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე.