რუსები აცხადებენ, რომ 9 მაისს ლუგანსკს ვოროშილოვგრადი დაერქმევა – UNIAN

რუსები აცხადებენ, რომ 9 მაისს უკრაინულ ლუგანსკს ვოროშილოვგრადის სახელი დაერქმევა. ამის შესახებ ინფორმაციას, UNIAN-ი ავრცელებს. 

„ლუგანსკს დაერქმევა ვოროშილოვგრადი. ლეონიდ პასეჩნიკის ეს ბრძანებულება ძალაში 9 მაისს შევა”, – განაცხადა ერთ-ერთმა ოკუპანტმა.

როგორც UNIAN-მა ადრე იტყობინება, ლუგანსკის რეგიონში თავდაცვის ძალები ემზადებოდნენ რუსი დამპყრობლების უფრო ძლიერი შეტევისთვის უახლოეს სამ-ოთხ დღეში.

ამავდროულად, დაზვერვის ცნობით, ოკუპირებულ ქალაქ სოროკინოში (ლუგანსკის ოლქი) დაწყებულია ახლახან ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი უკრაინის მოქალაქეებისთვის პასპორტების გაცემის პროცესი.