რუსებმა ბელგოროდში, უკრაინის საზღვართან 40-მდე ვერტმფრენი შეაგროვეს – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, ოკუპანტებმა ბელგოროდის რაიონში, უკრაინის საზღვართან 40-მდე Mi-24 და Mi-8 თავდასხმითი და სატრანსპორტო ვერტმფრენის კონცენტრაცია მოახდინეს.

მათივე ცნობით, იზიუმის მიმართულებით მტერი ცდილობს ინიციატივის ხელში ჩაგდებას და აწარმოებს შეტევით ოპერაციების იზიუმ-ბარვენკოვოს მიმართულებით.

“ამ მიზნით მტერი არტილერიით ესვრის ჩვენი ჯარების პოზიციებს გრუშევახის, ნოვაია დმიტროვკასა და კურულკას დასახლებების რაიონებში.

გარდა ამისა, მტერმა კონცენტრირება მოახდინა 40-მდე ერთეული Mi-24 და Mi-8 თავდასხითი და სატრანსპორტო ვერტმფრენის ბელგოროდის რეგიონში, უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უშუალო სიახლოვეს. მტერი აგრძელებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში”,– აცხადებს გენშტაბი.

მათივე შეფასებით, რუსული ჯარების სარდლობა ცდილობს გაზარდოს შეტევის ტემპი უკრაინის აღმოსავლეთში, რათა მიაღწიოს ლუგანსკის და დონეცკის რეგიონების ადმინისტრაციულ საზღვრებს, ასევე, განავითაროს შეტევა ზაპოროჟიეს და კრივი რიჰის მიმართულებით.