რუსებმა კრივოი როგი დაბომბეს

კრივოი როგის ღამის დაბომბვის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაიჭრა

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის სამხედრო რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვალენტინ რეზნიჩენკომ განაცხადა.

მისი თქმით, შუაღამის შემდეგ კრივოი როგზე სამი სარაკეტო დარტყმა განხორციელდა: რაკეტები სამრეწველო საწარმოს მოხვდა.

“საწარმოს თანამშრომელი გარდაიცვალა, მისი ცხედარი “გამოიყვანეს დანგრეული  საამქროს ნანგრევებიდან”, – წერს რეზნიჩენკო.

დაშავდა კიდევ სამი ადამიანი. ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.