“მათ დაანგრიეს მარიუპოლი, როგორც ტერორისტებმა და მკვლელებმა. მოკლეს 22 000-ზე მეტი ადგილობრივი, გაანადგურეს და ფერფლად აქციეს ჩვენი მაღალსართულიანი შენობების 50% . ანუ ნაცისტებზე მეტი უბედურება ჩაიდინეს. ოკუპაცია 1941 წლიდან 1943 წლამდე მოახდინეს ნაცისტებმა, სადაც ჰიტლერმა 10 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა“

ამის შესახებ, უკრაინის საპორტო ქალაქ მარიუპოლის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ განაცხადა. მისი თქმით, ქალაქში 22 000 ათასზე მეტი უკრაინელია მოკლული. ბოიჩენკომ ასევე განაცხადა, რომ  მარიუპოლის ირგვლივ მასობრივი საფლავების რაოდენობა იზრდება, არ არის საკვები და წყალი. ქალაქი ეპიდემიის გავრცელების დიდი რისკის ქვეშაა.