რუსებმა სევეროდონეცკს 4 მხრიდან შეუტიეს, თუმცა ღირსეული პასუხი მიიღეს – გაიდაი

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკში შეჭრა ერთდროულად ოთხი მხრიდან სცადეს, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს და უკან დაიხიეს.

“რუსები ცდილობდნენ სევეროდონეცკში ერთდროულად ოთხი მხრიდან შეჭრას, მაგრამ მიიღეს ღირსეული პასუხი და უკან დაიხიეს ძველ პოზიციებზე. თუმცა, საცხოვრებელი უბნების საარტილერიო და ნაღმტყორცნებიდან დაბომბვა გაგრძელდა. თითქმის ყველა კონტროლირებადი დასახლება დაზარალდა. განადგურდა ხიდი რკინიგზის სადგურთან სევეროდონეცკსა და ლისიჩანსკს შორის”,– ამბობს გაიდაი.

გარდა ამისა, მისივე ცნობით, გუშინ უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა რამდენიმე პირი, რომლებიც იღებდნენ სამხედრო ტექნიკას.