რუსეთისთვის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებებს მნიშვნელობა არ აქვს – ზახაროვა

“რუსეთის ფედერაციისთვის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს არ აქვს მნიშვნელობა, მათ შორის იურიდიული თვალსაზრისით.”

აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ზახაროვა.

ცნობისთვის, ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ ვლადიმერ პუტინისა და მისი ბავშვთა უფლებების კომისრის მარია ალექსეევნა ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა, უკრაინელი ბავშვების “არაკანონიერი დეპორტაციის” გამო.