რუსეთის ФСБ ამტკიცებს, რომ დარია დუგინას მკვლელობა გახსნა და მის უკან უკრაინული სპეცსამსახურები დგანან

კრემლის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინას მკვლელობიდან 24 საათში რუსეთის ФСБ–მ განაცხადა, რომ მკვლელობა გახსნა. მათი განცხადებით მკვლელობის უკან უკრაინული სპეცსამსახურები დგანან.

უწყება ამტკიცებს, რომ მკვლელობა 1979 წელს დაბადებულმა უკრაინის მოქალაქემ, ნატალია ვოვკმა ჩაიდინა. ის რუსეთში 23 ივლისს ჩავიდა ქალიშვილთან, სფია შაბანთან ერთად, რომელიც 2010 წელს არის დაბადებული და იმავე სახლში იქირავა ბინა, სადაც დუგინა ცხოვრობდა.

ვოვკი დუგინას «Mini Cooper»–ის ავტომობილით უთვალთვალებდა, რომელზეც თითქოსდა სამჯერ შეცვალა ნომრები/ დნეცკის რესპუბლიკის, ყაზახეთის და უკრაინის ნომრები.

მკვლელობის დღეს  ФСБ–ს მტკიცებით, ფესტივალ “ტრადიციაზე“ ვოვკი შვილთან ერთად მივიდა, დუგინას მანქანის დისტანციურად მართვადი აფეთქება მოაწყო და ფსკოვის გავლით ესტონეთში წავიდა.

ამასთან, ამ ვერსიის არანაირი მტკიცებულება რუსეთის გამოძიების ფედერალურ ბიუროს არ წარმოუდგენია.

დარია დუგინა 21 აგვისტოს საღამოს, საკუთარ ავტომანქანაში აფეთქების შედეგად გარდაიცვალა. ის ფესტივალ “ტრადიციადან“ მოდიოდა, და მოსკოვთან ახლოს, მოჟაისკოეს შოსეზე აფეთქდა. მკვლელობასთან უკრაინული მხარის კავშირის ვერსია მაშინვე გააჟღერა “რუსული სამყაროს“ იდეოლოგიის ბევრმა მხარდამჭერმა.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისს ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა 21 აგვისტოს კატეგორიულად უარყო. მისი აზრით, დუგინას მკვლელობა მეტყველებს, რომ რუსეთის შიგნით გარკვეული დაჯგუფებები ძალაუფლებისთვის იბრძვიან.

ამ თემაზე ასევე ნახეთ:

ფაქტები და ვერსიები–რა არის ცნობილი ამ დროისთვის დუგინის ქალიშვილის აფეთქებაზე

მოსკოვთან ახლოს კრემლის იდეოლოგ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი მანქანაში აფეთქდა