რუსეთის არ გვეშინია, ეს პუტინს მშვიდად ვუთხარი – შარლ მიშელი

“რუსეთის არ გვეშინია”- ამის შესახებ ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბელგიურ არხთან საუბარში განაცხადა.

„რუსეთის საკითხზე ერთიანობა გვაქვს. ეს აშკარა იყო ევროკავშირის სამიტზე, რომელიც ორი კვირის წინ გაიმართა. ჩვენ ვგმობთ რუსეთის უკანონო, მავნე და პროვოკაციულ ქმედებს. რუსეთის არ გვეშინია და სიმტკიცეს ვიჩენთ. მე ეს ვლადიმერ პუტინს მშვიდად და მტკიცედ ვუთხარი სატელეფონო საუბარში. ჩვენ გავმართავთ გაღრმავებულ დისკუსიას ჩვენ პარტნიორებთან აშშ-ში. ჩვენ გვექნება ერთობლივი სამიტი ევროკომისიის ხელმძღვანელთან ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ამერიკის პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან ვლადიმერ პუტინთან მის შეხვედრამდე. ეს ახდენს ჩვენი კოორდინაციის დემონსტრირებას. რაც მეტი იქნება ტრანსატლანტიკური ერთობა, მით მეტი იქნება გავლენა ჩვენი ინტერესების, ფასეულობების დასაცავად, და იმისთვის, რომ გავლენა მოვახდინოთ რუსეთის ქცევაზე, რომლის ნახვაც ჩვენ გვინდა გაცილებით პროგნოზირებადის და სტაბილურის“ , – განაცხადა მიშელმა.