“ნიშნებია მოსკოვიდან, რომ დიპლომატია უნდა გაგრძელდეს. ეს იძლევა ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს, თუმცა რუსეთის მხრიდან ჯერჯერობით ადგილზე დეესკალაციის რაიმე ნიშანი არ გვინახავს

რუსეთმა მოაგროვა საბრძოლო ძალაში უკრაინის გარშემო, რაც უპრეცედენტოა ცივი ომის შემდეგ. ახლა ყველაფერი მზადაა ახალი თავდასხმისთვის. მაგრამ რუსეთს ჯერ კიდევ აქვს დრო, საზღვრიდან უკან დაიხიოს, შეწყვიტოს ომისთვის მზადება და დაიწყოს მუშაობა მშვიდობიანი გადაჭრისთვის.

ჩვენ სისტემატურად ვამხელთ რუსეთის ქმედებებს, გეგმებსა და დეზინფორმაციას.
გავამხლეთ მსოფლიოსთვის, თუ რას აკეთებს რუსეთი, რათა გაურთულდეს აგრესიული ქმედებების განხორციელება”

თქვა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაზე, რომ რუსეთს ჯარების ნაწილი, წვრთნების შემდეგ, მუდმივი დისლოკაციის ადგილზე გადაჰყავს. უკრაინის საგარეო მინისტრის თქმით, ამას მხოლოდ მას შემდეგ დაიჯერებენ, რაც გაყვანას საკუთარი თვალით ნახავენ.