რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს – სუს

რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ არცევის მიმდებარე ტერიტორიაზე  საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს.ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყება ამბობს, რომ უკანონო დაკავების მორიგ ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი.