რუსეთს საკმარისი რაოდენობის მაღალი სიზუსტის რაკეტები აღარ აქვს – Financial Times

Financial Times-ი იუწყება, რომ  რუსეთის შეიარაღებულ ძალებს აღარ აქვთ საკმარისი მაღალი სიზუსტის რაკეტები, რადგან სამხედრო ქარხნები ვერ აწარმოებენ რაკეტების საჭირო რაოდენობას.  

პენტაგონი აცხადებს, რომ რუსული ქარხნების უუნარობამ ახალი რაკეტების წარმოება საკმარისი რაოდენობით უკრაინაზე დარტყმისთვის, ისევე როგორც დასავლეთის სანქციებმა აიძულა რუსეთი გადაეტანა რაკეტები ქვეყნის სხვა ნაწილებიდან.

  • “მათ შეზღუდული რეზერვები აქვთ, რომლებიც ახლა კიდევ უფრო მცირდება.  რუსებს უწევთ კალიბრის საზღვაო რაკეტების გადატანა სხვა სტრატეგიული ტერიტორიებიდან, სადაც მათი შენახვა შესაძლებელია. ეს ნიშნავს, რომ რუსეთის მაღალი სიზუსტის რაკეტების მარაგი მცირდება”, – თქვა პენტაგონის წარმომადგენელმა.

აშშ-ს სამხედროები მსგავს შეფასებებს აკეთებენ რუსეთში იარაღის რაოდენობის შესახებ, დასავლელი მოკავშირეების მიერ უკრაინაში იარაღის გაზრდილი მიწოდების ფონზე.

პენტაგონის ოფიციალური პირების თქმით, რუსული არმია რამდენიმე დღით ჩამორჩება განრიგს, რათა მიაღწიოს მიზანს დონბასში.

  • „ჩვენ გვჯერა, რომ რუსებს სურდათ ბევრად უფრო წინ გადასულიყვნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რათა გაეერთიანებინათ ძალები ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან და შემოეხვიათ APU-ს ნაწილები აღმოსავლეთში. მაგრამ მათ ეს ვერ შეძლეს, ვერც კი მიუახლოვდნენ. რადგან უკრაინული არმა წინააღმდეგობას უწევს მათ და იგერიებს შეტევებს“, – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.

ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაზე მეტ სარაკეტო დარტყმას ახორციელებენ აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ამ დარტყმების უმეტესობა მაღალი სიზუსტით არ გამოირჩევა. ეს ნიშნავს, რომ რუსეთს აქვს პრობლემები მაღალი სიზუსტის იარაღის შევსებასთან დაკავშირებით.

  • “ჩვენ ვფიქრობთ, რომ პრობლემები მაღალი სიზუსტის რაკეტების შევსებასთან დაკავშირებულია რუსეთის წარმოების სიმძლავრის ხარისხთან და დასავლურ სანქციებთან. ეს ზღუდავს რუსეთის შესაძლებლობას გაზარდოს თავისი სამხედრო შესაძლებლობები, როცა მას ეს სჭირდება. მათი პროგრესი დონბასში ნელია”- განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა. .

ამერიკელი ოფიციალური პირი ასევე თვლის, რომ კიევზე ბოლო სარაკეტო დარტყმები მიზნად ისახავდა უკრაინის სამხედრო წარმოების ობიექტების განადგურებას და ის ფაქტი, რომ დარტყმები საცხოვრებელ უბნებს მოხვდა, შეიძლება მიუთითებდეს იმაზე, რომ რაკეტები უბრალოდ გაშვებულია.