რუსეთი ”აზოვის” ბატალიონის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

რუსეთის გენერალური პროკურატურა ქვეყნის უზენაეს სასამართლოს მიმართავს, “აზოვის” ბატალიონი  “ტერორისტულ ორგანიზაციად” გამოაცხადოს და რუსეთის ტერიტორიაზე, მისი საქმიანობა აკრძალოს. განხილვა სასამართლოში  26 მაისს ჩაინიშნა.

განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც მარიუპოლში მდებარე ”აზოვსტალის” ქარხნიდან რუსული ძალების თანხლებით ასობით უკრაინელი ჯარისკაცის, მათ შორის, აზოვის პოლკის წევრების ევაკუაცია მოხდა. ამის შემდეგ,  დღეს რუსეთის დუმაში მოითხოვდნენ “აზოველების” რუს ტყვეებში გაცვლის აკრძალვასაც. ქარხნიდან ევაკუირებული სამხედროები რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან.

”აზოვის” ბატალიონი   2014 წელს, მას შემდეგ ჩამოყალიბდა, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა.