რუსეთი ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინაზე მასირებული სარაკეტო დარტყმისთვის ემზადება–მონიტორინგის ჯგუფი

რუსეთმა ბელორუსის აეროდრომ “Зябровка”–ზე  14 საზენიტო სარაკეტო კომპლექსი С-400 და მათი 60 რაკეტა ჩაიტანა, ასევე სხა ბევრი მძიმე შეიარაღება.

ამის შესახებ მონიტორინგის პროექტი “Беларускі Гаюн” იუწყება.

11 აგვისტოს, 00:42 საათზე პროექტის დამკვირვებლებმა განაცხადეს “ზიაბროვკის“ რაიონში აფეთქებების შესახებ. მოგვიანებით, ბელორუსებისა და კომპანია Maxar–ის თანამგზავრული ფოტოების წყარობით ნათელი გახდა, რომ იმ ღამით განადგურდა ტანკი T-72. დამკვირვებელთა ინფორმაციით არიან დაღუპულები.

კოსმოსიდან გადაღებული ფოტოების გაანალიზების შემდეგ მონიტორინგის ჯგუფმა შეძლო არა მხოლოდ აფეთქების ადგილის იდენტიფიცირება, არამედ “ზიაბროვკაზე“ ამჟამად არსებული მთელი ტექნიკისა და ობიექტების სრული ანალიზი.

შედეგად გაირკვა, რომ რუსეთმა “ზიაბროვკაში“ თავი მოუყარა 14 საზენიტო სარაკეტო კომპლექს C-400 “ტრიუმფს“, რადიო ლოკაციურ სისტემებს “КАСТА-2Е2“–ს და  “48Я6 Подлет”-ს, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექს “Панцирь”–ს.

გარდა ამისა, აეროდრომთან მიიტანეს 60–მდე რაკეტა საზენიტო სარაკეტო კომპლექსებისთვის – С-300/400. დადასტურებულია, რომ რუსულ თვითმფრინავებს –Ил-76 რაკეტები ბელორუსის “გომელის“ აეროპორტი ჩააქვთ, საიდანაც მათი გადატანა ხდება “ზიაბროვკაში.“

“აეროდრომზე არსებული სიტუაციის ანალიზი ადასტურებს, რომ უკრაინის ტერიტორიის სარაკეტო დაბომბვის ალბათობა ბელორუსიდან არა მხოლოდ ნარჩუნდება, არამედ, როგორც ჩანს მიდის მზადება უახლოეს კვირებში უკრაინის ტერიტორიის მასირებული დაბომბვისთვის. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ბოლო მასირებული შეტევის შემდეგ, რომელიც 28 ივლისს იყო, ბელორუსის ტერიტორიიდან უკრაინისკენ არცერთი რაკეტა აღარ  გაუსვრიათ“– ამბობენ მონიტორინგის ჯგუფის წევრები.