რუსეთი თავს რამდენიმე მიმართულებით გვესხმის, ბრძოლის ინტენსოვობა პიკს აღწევს – უკრაინა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთის ოპერატიული ზონაში, რათა დაამყარონ სრული კონტროლი დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებზე, უზრუნველყონ სახმელეთო დერეფანი როსტოვის რეგიონიდან ყირიმამდე და დაბლოკონ უკრაინის საზღვაო კომუნიკაციები შავი ზღვის ჩრდილოეთით.

უწყების სპიკერის, ალექსანდრ მოტუზიანიკის ცნობით, ოკუპანტები უკრაინულ ძალების რამდენიმე მიმართულებით უტევენ, ბრძოლის ინტენსივობა კი მაქსიმალურია.

“რუსეთის სარდლობამ გამოიყენა მთელი თავისი ძალები და ცდილობს ჩვენი ჯარების ალყაში მოქცევას დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. ბრძოლებმა მაქსიმალურ ინტენსივობას მიაღწია, რუსეთის საოკუპაციო ძალები სროლას კონტაქტის მთელ ხაზზე ახორციელებენ და ცდილობენ, არტილერიით დაარტყან ჩვენს თავდაცვას სიღრმეში.

ამავდროულად, თავდასხმა ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით. ყველაზე სასტიკი ბრძოლები მიმდინარეობს სევეროდონეცკის, ბახმუტისა და კურახოვსკის მიმართულებით.

ჯარების დაჯგუფების გასაძლიერებლად და დანაკარგების აღდგენის მიზნით, მტერი შლის მოძველებულ იარაღს და სამხედრო აღჭურვილობას”,– თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.