რუსეთი ირანისგან და ჩრდილოეთ კორეისგან იარაღს უფრო მეტად ყიდულობს – ბრიტანეთის დაზვერვა

ირანული დრონის Shahed -136-ის ნამსხვრევები ხარკოვის ოლქის კუპიანსკის მახლობლად იპოვეს.

რუსეთი, საკუთარი მარაგების შემცირების ფონზე, სავარაუდოდ, სხვა სანქცირებული ქვეყნებისგან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, უფრო და უფრო მეტ იარაღს ყიდულობს. ინფორმაციას ამის შესახებ, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. ბრიტანეთის დაზვერვა ეყრდნობა უკრაინის დაზვერვის მონაცემებს. გუშინ, 13 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ფრონტის ხაზზე Shahed-136-ის დაკარგვა ფრონტის ხაზთან იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთმა, უკვე დაიწყო ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენება. 

„რუსეთი თითქმის დარწმუნებით შეიძლება ითქვას, ზრდის იარაღის შემოტანას მძიმედ სანქცირებული ქვეყნებიდან, როგორიცაა ირანი და ჩრდილოეთ კორეა, მაშინ როცა მისი რესურსები მცირდება. Shahed-136-ის დაკარგვა ფრონტის ხაზთან იმაზე მიგვითითებს, რომ არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთი ცდილობს ეს სისტემები ტაქტიკური თავდასხმებისთვის გამოიყენოს, და არა უფრო უკრაინის ტერიტორიაზე უფრო ღრმად სტრატეგიული სამიზნეების წინააღმდეგ“ – აცხადებს ბრიტანეთის დაზვერვა.