რუსეთი მთელი უკრაინის დაპყრობას გეგმავდა – ნაპოვნია მნიშვნელოვანი სამხედრო დოკუმენტები

უკრაინაში, სუმის რეგიონში განადგურებული ტროსტიანეცის შემოწმებისას რუსი სამხედროების აღმოაჩინეს დოკუმენტები, რომლითაც დასტურდება, რომ რუსეთი უკრაინის მთელი ტერიტორიის დასაკავებლად ემზადებოდა.  ინფორმაციას ამის შეასხებ, ФОКУС-ი  საგამოძიებო ბიუროს დირექტორზე ალექსეი სუხაჩოვზე დაყრდნობით ავრცელებს. ბიუროს გამომძიებლებმა შეისწავლეს დამპყრობლების მიერ ფაქტობრივად დანგრეული ქალაქის 2 ათას ჰექტარზე მეტი.

  • „სახელმწიფო ბიუროს გამომძიებლებმა აღმოაჩინეს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედროების მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებშიც ნათლად ჩანს, რომ რუსეთი ემზადებოდა უკრაინის მთელი ტერიტორიის დასაკავებლად”, – აღნიშნა სუხაჩოვმა.

ასევე, გამოცემის ცნობით, დადგინდა ოკუპანტების საბრძოლო ქვედანაყოფების ლოკაციები და საცეცხლე პოზიციები, საიდანაც ჭურვები გაისროლეს.

გამოძიების სახელმწიფო ბიურო ასევე იუწყება, რომ საგამოძიებო მოქმედებების დროს დადგინდა ადგილები, სადაც ოკუპანტები აწამებდნენ სამოქალაქო პირებს. დაფიქსირდა მშვიდობიანი მოსახლეობის უკანონო პატიმრობისა და წამების სულ მცირე 34 ფაქტი.

აღმოჩენილი დოკუმენტები, საერთაშორისო სასამართლოებს გადაეცემათ.