რუსეთი საბრძოლო მასალებს უფრო სწრაფი ტემპით ხარჯავს, ვიდრე აწარმოებს–აშშ–ს დაზვერვის პროგნოზი ზამთრისთვის

როგორც აშშ–ს ნაციონალური დაზვერვის დირექტორმა ერვილ ჰეინსმა კალიფორნიის ეროვნული თავდაცვის ფორუმზე განაცხადა, საბრძოლო მასალების გამოყენების ასეთი ტემპები მაჩვენებელი აიძულებს მოსკოვს დახმარებისთვის მიმართოს სხვა ქვეყნებს, მათ შორის ჩრდილოეთ კორეას.

„ჩვენი აზრით, მათ არ შეუძლიათ დამოუკიდებლად აწარმოონ ის, რასაც ამ ეტაპზე იყენებენ, ამიტომ ეს ამოცანა მათთვის რთული იქნება“, – განაცხადა მან.

მისი აზრით, საომარი მოქმედებების ტემპი ცივი ამინდის დადგომასთან ერთად ნელდება და ორივე მხარე შეეცდება ძალების აღდგენას  გაზაფხულზე საომარი მოქმედებების გასაგრძელებლად. თუმცა, დაზვერვის სამსახურები კვლავ სკეპტიკურად არიან განწყობილნი, რომ რუსეთის ფედერაცია შეძლებს ბრძოლების განახლებისთვის მომზადებას.

“ფაქტობრივად, ჩვენში დომინირებს სკეპტიციზმი იმის თაობაზე, იქნებიან თუ არა რუსები რეალურად მზად ამის გასაკეთებლად. ვფიქრობ, რომ უკრაინელები ამ პერიოდში უფრო ოპტიმისტურები იქნებიან”, – დასძინა ჰეინსმა.

აშშ-ის დაზვერვა მოელის, რომ უკრაინაში ბრძოლების შენელება მომდევნო რამდენიმე თვეში გაგრძელდება და ვერ ხედავს ნიშანებს, რომ  უკრაინის წინააღმდეგობა შესუსტდება. მიუხედავად თავდასხმებისა მის ელექტრო ქსელზე და ზამთრის სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

„ჩვენ ვხედავთ „კონფლიქტის“ ერთგვარ შენელებას… და ჩვენ ველით, რომ ეს გაგრძელდება უახლოეს თვეებში“, – თქვა მან.

კითხვაზე, თუ რა გავლენას მოახდენს რუსული თავდასხმები უკრაინის ელექტრო ქსელზე და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ჰაინსმა თქვა, რომ მოსკოვის მიზანი იყო ნაწილობრივ შეარყიოს უკრაინელების წინააღმდეგობის გაწევის სურვილი, მაგრამ ამას ვერ მიაღწია. მან ასევე გაამახვილა ყურადღება იმ ფაქტზე, რომ უკრაინის ეკონომიკა ძალიან ზარალდება რუსეთის ფედერაციის ასეთი თავდასხმებისგან:

„რა გავლენას მოახდენს ეს, დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რას აპირებენ ისინი, რისი უნარი აქვთ, რამდენად მდგრადია კრიტიკული ინფრასტრუქტურა, რამდენად შეგვიძლია დავეხმაროთ მათ მის დაცვაში. უკრაინის ეკონომიკა ძალიან ზარალდება… ცხადია, რომ  ენერგეტიკული სისტემის განადგურება გავლენას მოახდენს მასზეც“.