რუსეთი სანქციების გამო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთი სანქციების გამო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის – ამის შესახებ ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. მათი ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომში უპილოტო საფრენი აპარატები ორივე მხარისთვის გადამწყვეტ როლს თამაშობენ, თუმცა დაზიანებების გამო მათი რაოდენობა შემცირდა.

“რუსეთი სირიაში “სადაზვერვო დარტყმის” განხორციელებას ცდილობდა. აღნიშნულ ოპერაციაში სადაზვერვო უპილოტო საფრენ აპარატებს არტილერიის იდენტიფიცირებისთვის იყენებენ.რუსეთი, სავარაუდოდ, შესაბამისი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატების დეფიციტს განიცდის, რაც სანქციებისა და შიდა წარმოების შეზღუდვით არის გამოწვეული”. – წერია ანგარიშში.