რუსეთი სევეროდონეცკში თანდათან წინ მიიწევს– ბრიტანული დაზვერვა

ბრიტანეთის დაზვერვის ყოველდიურ ანგარიშში საუბარი იმაზე, რომ რუსეთი კვლავ ცდილობს ძალების მობილიზებას უკრაინაში გადასასროლად. ამ ეტაპზე კი სევეროდონეცკის მიმარულებით წინ მიიწევს.

მთავარი პუნქტები ანგარიშიდან:

  • რუსეთი იყენებს საკუთარ უპირატოსობას ცოცხალი ძალის და არტილერიის თვალსაზრისით, რათა თანდათანობით დაიპყროს სევეროდონეცკის ტერიტორია და მისი შემოგარენი.
  • რუსეთი ძველებურად ცდილობს დამატებითი საბრძოლო ქვედანაყოფების ჩამოყალიბებას უკრაინაში განსალაგებლად. ბოლო კვირებში, როგორც ჩანს დაწიყო მზადება მესამე ბატალიონის დასაკომპლექტებლად. როგრც წესი, ოპერაციებში ჩართულია ამ სამიდან ერთდროულად ორი ბატალიონი. მესამე ბატალიონები ბრიგადების შემადგენლობაში ხშირად სრულად არ არის დაკომპლექტებული – რუსეთს, როგორც ჩანს მოუწევს წვევამდელებზე და მობილიზებულ რეზერვისტებზე გააკეთოს აქცენტი ამ ქვედანაყოფების უკრაინაში გადასასროლად.
  • ერთდროულად სამივე ბატალიონის ფრონტზე განლაგება, სავარაუდოდ შეამცირებს ამ ფორმირებების გრძელვადიან უნარს, ბრძოლების შემდეგ აღდგენა მოახერხონ.