რუსეთი უკრაინაში 2500 რეზერვისტის გაგზავნისთვის ემზადება – გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის სარდლობა რეზერვისტების ხარჯზე ცდილობს ჯარის დანაკარგების შევსებას.

უწყების ცნობით, იგეგმება უკრაინაში 2500 რეზერვისტის გაგზავნა.

“ვორონეჟის, ბელგოროდისა და როსტოვის ოლქების პოლიგონებე 2500 რეზერვისტი მომზადებას გადის. დაგეგმილია მათი გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე ომში მონაწილეობის მისაღებად”,– წერს გენშტაბი.