რუსეთი უკრაინის საავადმყოფოებს ბომბავს – კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინის საავადმყოფოების დაბომბვა დაიწყო.

”პუტინმა წამოიწყო მასობრივი აგრესია და ომი ევროპაში პანდემიის დროს. ამასთან,  რუსეთი უკრაინის საავადმყოფოებს ბომბავს. ეს ბოროტების მიღმაა. ერთადერთი მორალური არჩევანი, რაც რომელიმე მთავრობას შეუძლია, გააკეთოს, არის უკრაინის უპირობოდ მხარდაჭერა.”- განაცხადა კულებამ.