რუსეთი ყოველთვის ეცდება, ქვეყნის შიგნით საზოგადოება დაიყოს და მეზობლებთანაც ცუდი ურთიერთობა გვქონდეს- ეკა გიგაური

” რუსეთი ყოველთვის ეცდება, ქვეყნის შიგნით საზოგადოება დაიყოს და მეზობლებთანაც ცუდი ურთიერთობა გვქონდეს”- ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა  ეკა გიგაურმა კარტოგრაფების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“ეს დაკავშირებილია იმასთან, რომ ჩვენ ვერასდროს დავიბრუნოთ დავით გარეჯი, იმიტომ, რომ შემდეგ გავაბრაზებთ ჩვენს მეზობლებს, რომლებთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს და შემდეგ მათთან დაგვეძაბება ურთიერთობა- ასეთი სცენარი, რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესებშია, რუსეთი ყოველთვის ეცდება, რომ ქვეყნის შიგნით საზოგადოება დაიყოს, ერთმანეთს ვეჩხუბებოდეთ და მეზობლებთანაც ცუდი ურთიერთობა გვქონდეს.

ამის მიზანი არის ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაბრაზდეს, რადგან თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის და პირადად ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია დავით გარეჯის თემა. ზუსტად ამას ემსახურება ეს გამოძიება, იმისთვის რომ ჩვენ გავბრაზდეთ და მაქსიმალურად მეტმა ადამიანმა მისცეს ხმა “ქართულ ოცნებას”. ეს არის ყველაფერი ტყუილი, არავის უნდოდა დავით გარეჯის გადაცემა, არავის დაუმალავს რაიმე რუკა. დაკავებულ ადამიანებს ამის სურვილიც კი რომ ჰქონოდათ, მათ დასჭირდებოდათ საგარეო საქმეთა მინისტრის, პრემიერ-მინისტრის, უშიშროების საბჭოს ყველა წევრისა და პარლამენტის 3/4-ის თანხმობა. ისინი უბრალოდ ვერ იზამდნენ ამას და ამიტომ არის ეს ყველაფერი ტყუილი. ამ ყველაფრის მიზანია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში გაბრაზდეს ბევრი ადამიანი და ხმა”ქართულ ოცნებას” მისცეს, მაგრამ მე მგონია, რომ ჩვენი მოქლაქეები ხელოსუფლებას არ დაუჯერებენ”, განაცხადა გიგაურმა.