„ვფიქრობ, რომ კონფერენციის ამ ნაწილს „დავითი დნეპროზე“ უკრაინის პატივსაცემად, უკრაინელი ხალხის პატივსაცემად შეურჩიეს, რომელიც არამარტო საკუთარი ქვეყნის, არამედ მთელი მსოფლიოს დაცვას ცდილობს გოლიათისგან. დღეს დავითი არის ყველა, ვინც ფიქრობს, რომ უნდა დამარცხდეს გოლიათი, რომელსაც ჩვენი ცხოვრების განადგურება სურს. თითოეულ მოკავშირეს მადლობას ვუხდი დახმარებისთვის. რუსეთი წელს აუცილებლად დამარცხდება. ჩვენს გამარჯვებას ალტერნატივა არ აქვს. გოლიათს გამარჯვების შანსი არ აქვს, თუმცა სამწუხაროდ მაქვს აქვს შესაძლებლობა ბევრი სიცოცხლე შეიწიროს”.

განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიო ლიდერების მონაწილეობით გერმანიის ქალაქ მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.