რუსეთი 1.2 მილიონი ადამიანის მობილიზაციას გეგმავს – Meduza

რუსული ოპოზიციური მედია, Meduza ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 000 ათასი ადამიანის ნაცვლად, 1.2 მილიონი ადამიანის მობილიზაციას გეგმავს. აღნიშნული გამოცემა ინფორმაციას, იმ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელსაც კავშირი ფედერაციის სამინისტროებთან აქვს.

გამოცემის ცნობით, მოსკოვში რუსეთი 16 000 – მდე ადამიანის მობილიზაცია იგეგმება. გარდა ამისა, წყარო მედიას უყვება, რომ მობილიზაციის ფარგლებში რუსეთი აქცენტს აკეთებს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც სოფლებში ცხოვრობენ, არ აქვთ მედიასთან წვდომა და არიან დადებითად განწყობილნი ხელისუფლებისადმი.

აქვე შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ თქვა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000-მდე ადამიანის გამოძახებას აპირებდნენ, რაც ეტაპობრივად მოხდებოდა და არა ერთიანად. ხოლო  კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ტყუილი უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, 1.2 მილიონი ადამიანის მობილიზაციასთან დაკავშირებით.