რუსეთმა სარაკეტო არტილერია თავდასხმის პოზიციებზე განათავსა – CBS NEWS

რუსეთმა, უკრაინის საზღვრებთან სარაკეტო არტილერია თავდასხმის პიზიციებზე განათავსა  –  ამის შესახებ ინფორმაციას, CBS NEWS-ი აშშ-ს ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ს ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს, რომ სავარაუდოდ რუსეთი უკრაინას ამ კვირის ბოლომდე თავს დაესხმება, თუმცა რა ფორმით ეს ჯერ უცნობია.

გამოცემა ამერიკელი ოფიციალური პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთს ახლა ძალების 80% ჰყავს მობილიზებული, რომელიც დასჭირდება სრულმასშტაბიანი შეჭრის დასაწყებად.

ცოტა ხნის წინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მას აწვდიან ინფორმაციას, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.