“უკრაინა უნდა აღდგეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთმა უნდა გადაიხადოს კომპენსაცია იმისთვის, რაც გაანადგურა უკრაინაში და უკრაინაში ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელ პირებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს.

ეს არ შეიძლება იყოს ჩვეულებრივი რამ. რადგან ეს არ იყო ჩვეულებრივი, ხოცავდნენ ხალხს, შემდეგ კი აცხადებდნენ, რომ არაფერი მომხდარა. ვერ წარმომიდგენია ასეთი შესაძლებლობა, რომ ბიზნესი ჩვეულებრივად წარიმართოს რუსეთთან, რუსულ კომპანიებთან.

ყველა პატიოსნად მოაზროვნე პოლიტიკოსმა და ბიზნესის წარმომადგენელმა დაინახა, რომ გაზპრომი არ იყო ნორმალური კომპანია, როგორც ამას ზოგიერთი ევროპაში ამტკიცებდა. გაზპრომი იყო უბრალოდ რუსული გზა – იმპერიული პოლიტიკის განხორციელების. ეს იყო ენერგეტიკული დომინირების გზით რუსეთის გავლენის გაფართოება ევროპულ სივრცეში, რასაც შეეძლო ენერგეტიკული შანტაჟით სახელმწიფოების კონტროლი მოჰყოლოდა. მიზანი, ფაქტობრივად, ეს იყო. მხოლოდ ევროპის კონტროლი და ბიზნესის კეთება”

განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ.