რუსეთმა უფრო დიდ ლოკალურ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ პროგრესი ნელია – ბრიტანეთი

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განცხადებით, რუსეთის მიერ ლიმანის დაკავება მხარს უჭერს მის მთავარ ოპერატიულ ძალისხმევას, რაც გულისხმობს სევეროდონეცკის ალყაში მოქცევასა და  ლუგანსკის ოლქში უკრაინული ძალების გარშემო “ჯიბის დახურვას”.

უწყების ცნობით, გრძელდება ქალაქის დაბომბვა, ხოლო ქუჩის ბრძოლები სავარაუდოდ მიმდინარეობს გარეუბანში.

“რუსეთის ძალების სამხრეთ დაჯგუფების ელემენტები სავარაუდოდ ლიდერობენ სექტორში ყველაზე წარმატებულ ღერძზე, ჩრდილოეთიდან თავდასხმის ძალების ცენტრალური დაჯგუფების მხარდაჭერით. პროგრესი ნელია, მაგრამ მიღწევები შენარჩუნებულია.

“ჯიბეში” მარშრუტები, სავარაუდოდ, უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება. რუსეთმა უფრო დიდ ლოკალურ წარმატებებს მიაღწია, ვიდრე წინა კამპანიაში. შედარებით მცირე ფართობზე ძალების მასობრივი განლაგებით და დაბომბვით”,– აცხადებს დაზვერვა.

მათივე განმარტებით, ეს აიძულებს რუსეთს, წავიდეს რისკზე სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

“რუსეთის პოლიტიკური მიზანი, სავარაუდოდ, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების სრული ტერიტორიის ოკუპაციაა.

ამ მიზნის მისაღწევად, რუსეთს უნდა უზრუნველყოს შემდგომი რთული ოპერატიული მიზნები სევეროდონეცკის მიღმა, მათ შორის მთავარ ქალაქი კრამატორსკისა და M04 დნიპრო-დონეცკის მთავარი გზაზე”,– ვკითხულობთ ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.