რუსეთმა 10 დღეში, დიდი ალბათობით, სულ მცირე, 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთმა უკრაინაში ბოლო 10 დღის განმავლობაში, დიდი ალბათობით, სულ მცირე, 4 საბრძოლო თვითმფრინავი დაკარგა. ამის შესახებ, ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური ავრცელებს.

ბრიტანეთის დაზვერვა ამბობს, რომ შესაძლოა დანაკარგების ეს ზრდა ნაწილობრივ გამოწვეული იყო იმის გამო, რომ რუსეთი ცდილობს მჭიდრო საჰაერო მხარდაჭერა გაუწიოს რუსეთის სახმელეთო ძალებს უკრაინის წინსვლის ზეწოლის ქვეშ.

“რუსეთის საჰაერო უპირატესობის არარსებობა რჩება ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად, რომელიც საფუძვლად უდევს უკრაინაში მისი ოპერაციული მოდელის არასანდოობას”, – აცხადებენ დაზვერვაში.

უკრაინაში შეჭრის დაწყებიდან რუსეთს 55-მდე თვითმფრინავი ჰყავს დაკარგული.