რუსეთს რომ გაუხარდება, ასეთ რაღაცებს აკეთებს – ელისაშვილი უკრაინას კასიანოვის გამოცვლისკენ მოუწოდებს

„კასიანოვი მავნებლობს და ყოველ ჯერზე ახალ-ახალ მავნებლობას იგონებს. “ბუკი”-ის გადაცემიდან დაწყებული, ახლა ევაკუაციით დამთავრებული. არაერთ უკრაინელთან, მათ შორის, უკრაინელ ბავშვებთან მე თვითონ მაქვს შეხება და ისინი დაცულები არიან მას შემდეგ, რაც ყირიმიდან წამოიყვანეს, აქ არიან ბედნიერები და თავს ევლება ყველა.

უკრაინის ხელისუფლებას მოვუწოდებ, ეს კაცი გამოცვალონ და ისეთი ელჩი დანიშნონ, ვინც ასეთ მავნებლობას არ გააკეთებს. არ ვიცი, რატომ აკეთებს, რა დავალება აქვს, მაგრამ რუსეთს რომ გაუხარდება, ასეთ რაღაცებს აკეთებს. ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში ასი ათასი რუსია, მაგრამ რომელიმე უკრაინელს რაიმე პრობლემა შეექმნა ამის გამო?! ერთი ღერი თმა მაინც ვინმეს ჩამოუვარდა?! მიუხედავად იმისა, რომ ფრენების აღდგენის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და რუსეთთან ნებისმიერი კავშირის, ასეთი განცხადება, ასეთი მავნებლობა საგანგებოდ უნდა მოიფიქრო, ასეთ რამეს რუსული სპეცსამსახურები იგონებენ და ამ კაცს რა სჭირს? სწორია, რომ საგარეოში დაიბარეს და გააკეთოს განმარტებები,”

ამის შესახებ „მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას გამოეხმაურა.