რუსეთში, პერმის დენთის ქარხანაში ხანძრის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა

რუსეთში პერმის დენთის ქარხნის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა 1 მაისს საღამოს მოხდა, საწარმოო ობიექტზე ცეცხლი პროდუქტს გაუჩნდა. ხანძრის ფართობმა 500 კვ.მ-ს გადააჭარბა.

“პერმის ქარხანა აწარმოებს რაკეტებს და საბრძოლო კომპონენტებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისათვის როგორიცაა Grad-ი ,Smerch-ი Tornado-G-ი და 9A52-4 Tornado და საჰაერო თავდაცვის სარაკეტო საზენიტო სისტემებისთვის როგორიცაა: S-300 და S-400 Triumph-ი”- ავხადებს საერთაშორისო ურთიერთობების და უსაფრთხოების მივლევარი, რუსლან შავაძე.