რუსეთში, 22 წლის სამხედრომ “კამაზით” წვევამდელებს გადაუარა

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო “კამაზმა” 20 წვევამდელს გადაუარა. დაღუპულია 2  და დაშავებულია 11 წვევამდელი.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქ მირნიში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი რომელმაც წვევამდელებს გადაუარა, 22 წლის სამხედრო მამაკაცია.

სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.