რუსთავის ციხესთან “ქართული ოცნების” მომხრეები აქციას მართავენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან  “ქართული ოცნების” მომხრეები აქციას მართავენ. საპროტესტო აქციაზე მისული ადამიანები აცხადებენ, რომ მათ საკუთარ თავზე გამოსცადეს ის რეპრესიები, რაც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ხდებოდა.

აქციის ორგანიზატორი შაკო ანტიოპოზიციური აქტივობებით არის ცნობილი.