რუსთავის ცხელების ცენტრიდან პაციენტი გაიქცა

ოთხი დღის წინ მოსკოვიდან ჩამოსული 45 წლის მოქალაქე სავალდებულო კარანტინს ერთ–ერთ სასტუმროში გადიოდა. ის კორონავირუსის ტესტის გასაკეთებულად გუშინ რუსთავის ცხელების ცენტრში გადაიყვანეს, დღეს დილით კი მისი პასუხი უარყოფითი აღმოჩნდა.

ექიმებმა განუმარტეს, რომ უარყოფითი პასუხის მიუხედავად, ის საკარანტინე სივრცეში უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა პაციენტი კლინიკიდან გაიქცა.

ექიმის თქმით, ის პირველი სართულის ბოქსირებული პალატის ფანჯრიდან გადახტა.

ცხელების ცენტრმა 112–ს მიმართა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, სად იმყოფება გაქცეული პაციენტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო კომენტარს არ აკეთებს.