რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

რუსთავი-თბილისის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავარიას ერთი მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და მგზავრების მოსაცდელ შენობას დაეჯახა.

მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.