რუსთავი 2 და Prime Time ერთ მედიაჰოლდინგად ყალიბდება

რუსთავი 2 და PRIME TIME ერთ მედიაჰოლდინგან ყალიბდება. ამის შესახებ ინფორმაციას ორივე მედიასაშუალება ადასტურებს.

“პრაიმტაიმის” ცნობით,  ტელეკომპანიაში დაბრუნდა ჟურნალისტი დავით ნიკურაძე, გადაცემების ავტორები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურძანია. ჯაფარიძე რუსთავის2-ის მთავარ რეჟისორად დაინიშნა, ხაბურძანია კი მთავარ პროდიუსერად.

რუსთავი 2–ის დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, მედიაჰოლდინგის მიზანი 2022 წლისთვის სატელევიზიო ბაზარზე პირველობაა.

“გიდასტურებთ ამ ინფორმაციას. ცოტა მეტს დეტალს გაგაცნობთ, როდესაც პროცესები დასრულდება. ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ არხზე დაბრუნდნენ დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია. ვგეგმავთ, რომ ჩვენი მაუწყებლობა და ჩვენი გადაცემები უფრო მრავლფეროვანი გახდეს. რუსთავი 2 კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ყურებადი გახდება. ჩვენ მიზნად ვისახავთ 2022 წლისთვის სატელევიზიო ბაზარაზე პირველობას”, – განაცხადა სალიამ.

ცნობისთვის, 5 მარტს ტელეკომპანია რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზაცია გამოცხადდა. რეორგანიზაციის მიზეზად “პანდემიის შედეგად გამოწვეული ეკონომიკური სირთულეები, სარეკლამო ბაზრის მოცულობის შემცირება და სატელევიზიო არხის რეიტინგის კლებაა” დასახელდა.