რუსთავი 2 მწვანე ზონაა – კორონავირუსი არც ერთ თანამშრომელს არ დაუდგინდა

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის განცხადებით, მათ მწვანე ზონის სტატუსი დაიბრუნეს.
მას შემდეგ, რაც გასულ კვირას COVID-19 კომპანიის ერთ-ერთ ჟურნალისტს დაუდასტურდა, ყოველ 48 საათში ერთხელ თანამშრომელთა ტესტირება მიმდინარეობდა.
ლაბორატორიიდან დღეს მიღებული პასუხების გათვალისწინებით COVID-19-ზე კომპანიის ყველა თანამშრომლის პასუხი უარყოფითია.