რუსთავში არასრულწლოვანმა გოგომ თანატოლი გოგო დაჭრა

რუსთავში არასრულწოვანმა გოგომ არასრულწლოვანი გოგო დაჭრა.ამის შესახებ ინფორმაციას, “ინფო რუსთავი” ავრცელებს”. მათი ინფორმაციით დაჭრის ფაქტი XX მიკრორაიონში დაფიქსირდა. თანატოლებს შორის კამათი სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა რაც ცივი იარაღით დაჭრით დასრულდა.

17 წლის გოგოს ჭრილობები თანატოლმა მუცლის არეში მიაყენა. დაშავებული “კლინიკა რუსთავში” გადაიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულებაში განაცხადეს რომ პაციენტს ჩაუტარდა შესაბამისი პირველადი დახმარება და ის, ბინაზე უკვე გაწერეს.