რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ, მეგობრობის გამზირზე მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრა ოთხ ახალგაზრდას შორის დაპირისპირებას მოჰყვა.  დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა.

როგორც კლინიკა “რუსთავში” აცხადებენ, ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მას ჭრილობა ბარძაყის და მხრის არეში აქვს მიყენებული.