რუსთავში ენმ-ს საკრებულოს დეპუტატი დაჭრეს

რუსთავში ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს დეპუტატი, გიორგი მღებრიშვილი დაჭრეს.

ის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.

უცნობია, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.