რუსთავში, მტკვარში მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს

რუსთავში, რესტორან ,,მონოპოლის” მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე მტკვარში, მაშველებმა საძიებო სამუშაოები დაასრულეს. მაშველებმა მტკვარში ჩავარდნილი 13 წლის მოზარდის ცხედარი ცოტა ხნის წინ იპოვეს.

რამდენიმე საათიანი საძიებო სამუშაოებში მეხანძრე-მაშველები და მყვინთავები იყვნენ ჩართული. წინასწარი ინფორმაციით, მოზარდი მდინარეში ჯებირიდან გადავარდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.