რუსთავში, საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ლოკალიზებულია

რუსთავში მე-12 მიკრორაიონში ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 4 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.

მათივე ინფორმაცით, კორპუსიდან მცხოვრებლების ევაკუაცია განხორციელდა. ამ დროისთვის უცნობია, არიან თუ არა დაშავებულები.