რუსთავში, სუპერმარკეტ ლიბრეში 2 მამაკაცი შეიჭრა, ნაცემია კონსულტანტი ქალი

რუსთავში, სუპერმარკეტ ლიბრეში კომენდანტის საათის დროს ორი კაცი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, ორივე არაფხიზელ მდგომარეობაში იყო, ერთერთმა კი მოლარე-კონსულტანტ ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მაღაზიიდან თანხა წაღებული არ არის და მომხდარი, სავარაუდოდ, პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. ჯერჯერობით, არავინ დაუკავებიათ.