რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკი დაბომბეს – დაზიანდა 14 სახლი

დღეს რუსმა ოკუპანტებმა რაკეტებით ორჯერ დაარტყეს კრამატორსკს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს. დაბომბვის შედეგად გარდაცვლილებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ.

კრამატორსკის საქალაქო საბჭომ განმარტა, რომ 14 კერძო სახლი სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.