რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკი მთლიანად აიღეს–ქალაქის მერი

რუსმა ოკუპანტებმა სევეროდონეცკი სრულად დაიკავეს. ამის შესახებ ქალაქის მერი, ალექსანდრ სტრიუკი  აცხადებს. მისი თქმით, ქალაქში უკვე დანიშნეს რუსების “კომენდანტი“. ოკუპირებული სევეროდონეცკიდან გამოსვლა მხოლოდ რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან არის შესაძლებელი.

უკრაინულმა არმიამ წინასწარ მომზადებულ თავდაცვით პოზიციებზე დაიხია უკან.

“ქალაქი სრულად ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ისინი ცდილობენ იქ თავისი წესები დაამყარონ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ვიღაც კომენდანტი დანიშნეს, რაღაც აქტივს აგროვებენ. როგორც ჩანს, მათი აზრით ეს აუცილებელია. მეორეს მხრივ, ქალაქი იმდენად განადგურებულია, რომ სიმართლე გითხრათ, ადამიანებს ამ სიტუაციასთან გამკლავება გაუჭირდებათ. იმედი ვიქონიოთ, რომ რაც შეიძლება მალე ქალაქი უკრაინის კონტროლ ქვეშ დაბრუნდება“.

მერის თქმით, ქალაქში დარჩენილი ადამიანები, ვინც აზოტის ქარხნის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, მის ტერიტორიას უკვე ტოვებენ. ოკუპანტები ამ პროცესს პროპაგანდისტული მიზნებისთვის იღებენ.